მე არ ვარ მომხრე ნათქვამის ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ, - განაცხადა „ევრპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“. მისი თქმით, აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა, თუმცა მისი განცხადებით, პროკურატურას და სასამართლოს გაუჭირდებათ, მიუკერძოებლობის განცდა დატოვონ:
"სასჯელის მომხრე არა ვარ, ძალიან არაპოპულარულ რამეს ვიტყვი ამომრჩევლის ნაწილისთვის“, - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში ის ყველაზე რადიკალური ნაბიჯების მომხრეა, თუმცა ხელისუფლების შეცვლასთან ერთად მთელი სასამართლოს გაშვება არის სასამართლოს ტრადიციის კიდევ ერთი დანგრევა. „ამიტომაც მომხრე ვარ, რომელიმე ღრმა ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნის უზენაეს სასამართლოსთან ჩვენი მიბმის“.
"პირველი - ერთხელ უნდა მოხდეს საქართველოში, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვა მეტნაკლებად მასობრივი დევნა წინა ხელისუფლების. ეს თუ არ მოხდა, იმისდა მიუხედავად, რა იყო იქამდე, ეს არანორმალურ პოლიტიკურ ციკლში ამყოფებს ქვეყანას. მეორე - ჩვენ არ გვაყვს არც პროკურატურა და რაც მთავარია, სასამართლო არ გვყავს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ფიგურების დევნისას მოგვცემდა განცდას, რომ არის მიუკერძოებელი."