„დავით გარეჯის თემა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში იყო მძიმე, დაიძრა უკეთესობისკენ და ეს არის ორივე მხარის დამსახურება. მე ვგულისხმობ როგორც პრემიერ გახარიას მიერ ჩატანილ სწორ გზავნილებს, ასევე ვამბობ რომ არსებობდა პრეზიდენტ ალიევის მხრიდან განსაკუთრებული კეთილგანწყობა და სურვილი, რომ ეს თემა მოგვარებულიყო“,-ამის შესახებ განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით.
ზვიად ძიძიგურის თქმით, რომელიც აზერბაიჯანში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთდ, დელეგაციის წევრის სტატუსით იმყოფებოდა, შეხვ4ედრაზე, რომელიც ჩანიშნულზე უფრო ხანგრძლივი იყო, პრეზიდენტი ალიევი ცალსახად აფიქსირებდა კეთილგანწყობას საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის და საქართველოს, როგორც მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოს მიმართ.
ძიძიგური თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, დაგეგმილია შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო სტრუქტურების წარმომადგენლები გარკვეულ ფორმაზე ჩამოყალიბდებიან.
„ეს ფორმა არის ის, რაზეც ყველანი ვთანხმდებით: საპატრიარქო, პოლიტიკურიო სპექტრი, საზოგადოება, რომ ვიდრე არ დასრულდება საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მანამდე იქ აღდგენილი იყოს სტატუს-კვო. ანუ, გადაადგილება მომლოცველებს და სამღვდელოებას შეეძლოს თავისუფლად“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.