2018 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა პოლონელ მწერალს ოლგა ტოკარჩუკს, 2019 წლის პრემიას კი ავსტრიელი მწერალი პიტერ ჰანდკე მიიღებს.
წელს, ორი ლაურეატი დასახელდა, რადგან 2018 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაცემულა.
შვედეთის აკადემიამ, რომელიც ზედამზედველობას უწევს ამ პრესტიჟული ჯილდოს გაცემას, შეაჩერა პროცესი სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო.
საქმე ეხება 2017 წელს შვედეთის აკადემიაში აგორებულ სკანდალს, რა დროსაც ცნობილი რეჟისორი ჟან კლოდ არნო სექსუალურ შევიწროებაში 18 ქალმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ აკადემიის წევრები, აკადემიკოსები ცოლები და მათი შვილებიც.
ხმაურიანი სკანდალის გამო 72 წლის ჟან-კლოდ არნოს მეუღლემ, ცნობილმა პოეტმა და პროზაიკოსმა კატარინა ფროსტენსონმა აკადემიის წევრობაზე უარი თქვა. ანალოგიურად მოიქცა აკადემიის კიდევ რამდენიმე წევრი. ამის გამო 2018 წელს შვედეთის აკადემიამ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებაზე უარი თქვა.
წელს ნომინანტთა შორის ასევე იყვნენ "მხევლის წიგნის" ავტორი მარგარეტ ეტვუდი, კანადელი მწერალი ენ კარსონი და რუსი ნოველისტი ლუდმილა ულიცკაია.