მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტად არჩევას" ულოცავს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "აფსნი-პრესი".
მოსკოვის პატრიარქის მიერ გაგზავნილ წერილში, ის იმედს გამოთქვამს, რომ რაულ ხაჯიმბა თავისი საქმიანობისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, საზოგადოებაში კონსოლიდაციისა და ჰარმონიის გაძლიერებას.
"გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი მილოცვა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო პოსტზე ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით.
აფხაზი მოქალაქეებისთვის თქვენ ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში პოზიტიურ ცვლილებებთან და ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ასოცირდებით.
იმედი მაქვს, რომ თქვენს მომავალ საქმიანობაში, ისევე როგორც ადრე, დიდ ყურადღებას მიაქცევთ ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას, ახალგაზრდობის სულიერ, მორალურ და პატრიოტულ აღზრდას, საზოგადოებაში კონსოლიდაციისა და ჰარმონიის განმტკიცებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ღვთის შეწევნასა და წარამტებებს თქვენს საქმიანობაში, კეთილდღეობას და მშვიდობას მთელ აფხაზ ხალხს", - წერს პატრიარქი კირილი მილოცვის წერილში, როგორც ამას "აფსნი-პრესი" იტყობინება.