ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამჟამინდელმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ცნობით, ხაჯიმბამ მიიღო 47.38%, ხოლო ოპოზიციური „ამცახარას" ლიდერმა ალხას კვიცინიამ 46.19%.
პირველ ტურში, რომელიც 25 აგვისტოს ჩატარდა, ხაჯიმბას ხმა მისცა 24.83%-მა, ხოლო კვიცინიას - 22.91%-მა.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში „ოპოზიციონერი კანდიდატის" ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ოპოზიციამ" ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა.
ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.
ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა.