ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა Chandrayaan 2-მა მთვარეზე დაჯდომამდე 1 წუთით ადრე, დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა.
მოდულმა დედამიწასთან კონტაქტი 2,1 კილომეტრის სიმაღლეზე, მთვარის ზედაპირზე დაშვებისას დაკარგა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, ის ამ პროგრამით მაინც ამაყია, რადგან ინდოეთი ასე ახლოს მივიდა მთვარის სამხრეთ პოლუსთან.
მიუხედავად მოდის განცხადებისა, ხომალდის ბედი ჯერ კიდევ უცნობია. შესაძლოა სამთვარეო მოდულმა დედამიწის თანამგზავრზე დაჯდომა მოახერხა.
Chandrayaan 2-ის მისია, ინდოეთის კოსმოსური ისტორიისთვის პრეცენდენტულია. თუ ინდოეთი, მისიის წარმატებით დასრულებას შეძლებს, ის აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის შემდეგ მე-4 ქვეყანა გახდება, რომელმაც დედამიწის თანამგზავრზე ხომალდი დასვა.
Chandrayaan-2-მა სტარტი 2019 წლის 22 ივლისს აიღო. ინდოეთის მიზანი, მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის წარმატებული დაშვება და 14 დღის განმავლობაში მისი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაა.