შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს უკრაინისთვის 250-მილიონიანი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების შეჩერების საკითხს.
დასავლური მედიის ცნობით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს, როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების რიგებში.
როგორც გამოცემები Politico და Reuters-ი გავლენიან მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერენ, ტრამპის ბრძანებით, კიდევ ერთხელ გადახედავენ სამხედრო დახმარების იმ პროგრამას, რომელსაც კიევი იყენებს რუსეთს მიერ მხარდაჭერილი სეპარატისების წინააღმდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში.
Politico-ს წყაროს ინფორმაციით, ტრამპი გადაწყვეტილების მიღებისას ეფუძნებოდა იდეას, რომ „უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანხის შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებისთვის დახარჯვა".
"პრეზიდენტი არ მალავს, რომ როდესაც საქმე გვაქვს სხვა ქვეყნების დახმარებასთან, მნიშვნელოვანია მოხდეს აშშ-ის ინტერესების პრიორიტეტიზაცია და სხვებმაც უნდა გაიღონ საკუთარი წილი", - წერს Reuters-ი, ეყრდნობა რა ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს.
თეთრ სახლს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტაი არ გაუკეთებია.