ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ ბოდიში მოიხადა ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს გამო, რომელმაც თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონსა და მის მეუღლეს შეურაცხყოფა მიაყენა.
გასულ კვირას ბოლსონარუმ მაკრონი კოლონიალურ მენტალობასა და პირადი პოლტიკური მოზნებისთვის ამაზონის ხანძრის გამოყენებაში დაადანაშაულა.
ბოლსონარუმ ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული დახმარების პროექტი, რომელიც დიდი შვიდეულის სამიტზე ქვეყნების ლიდერებმა შეათანხმეს. სოციალურ ქსელში ბრაზილიის ლიდერმა უპატივცემულო კომენტარები დატოვა პოსტზე, რომელიც ბრიჯიტ მაკრონს ეძღვნებოდა.
"ეს, ცოტა სევდიანი ვიდეო გადავიღე იმისთვის, რომ ბოდიში მოვუხადო ჩემს ფრანგ მეგობრებს კრიზისის გამო, რომელიც ბოლსონარუს ისტერიკის შედეგად შეიქმნა საფრანგეთის, მისი პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მიმართ... მაპატიეთ, ბოდიშს გიხდით ათასჯერ“, - განაცხადა კოელიომ მიკრობლოგ Twitter -ში გამოქვყნებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, ბრაზილიის თავზე უკუნი სიბნელე გამეფდა, რომელიც დამთავრდებ, ისე როგორც მთავრდება ღამე“.