სამწუხაროა, რომ ბრაზილიელი პოლიტიკოსები საკუთარ თავს სხვა სახელმწიფოს ლიდერის შეურაცხყოფის უფლებას აძლევენ. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში პრეს-კონფერენციაზე ბრაზილიის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მასზე თავდასხმების კომენტირებისას განაცხადა.
გასულ კვირას ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ, მაკრონი კოლონიალურ მენტალობაში და ამაზონის ტყის ხანძრების პოლიტიკური მიზნებისთვს გამოყენებაში დაადანაშაულა. ამის მიზეზი მაკრონის განცხადება გახდა, სადაც აღნიშნა, რომ ბიარიცში G7-ის სამიტზე ამაზონის ტყის ხანძრების საკითხს განიხილავდნენ.
მაკრონმა ბოლსონარუ კლიმატის შესახებ ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ევროკავშირსა და სამხრეთამერიკულ ბლოკს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა.
ბოსლონარუმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ირონიულ ფოტოკოლაჟზე, რომელშიც აღბეჭდილი იყო ბრიჯიტ მაკრონი დადებითი კომენტარი დატოვა.
ბრაზილიის სოფლის მურნეობის მინისტრმა აბრაამ ვაინტრაუბმა კი მიკრობლოგ Twitter-ში მაკორნს „ჭკუასუსტი ოპორტუნისტი“ უწოდა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ფრანგი ლობების მხარდაჭერას ეძებს.
„რაც შეეხება ბატონ ბოსლონარუსა და მის მინისტრებს - ამაზე განსაკუთრებულ კომენტარს არ გავაკეთებ. პირადად პატივს ვცემ ყველა სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, პატივს ვცემ ადამიანებს და ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა მაკრონმა.
„გუშინ მან კარგ იდეად მიიჩნია ის, რომ მისმა მინისტრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს სხვა სახელმწიფოს ლიდერს... და მან (ბოლსონარუმ) თავს უფლება მისცა დაეწერა უპატივცემულო კომენტარები ჩემი ცოლის მისამართით. რა უნდა ვთქვა? ეს ძალიან სამწუხაროა. სამწუხარო, პირველ რიგში ბრაზილიისა და მისი ხალხისთვის“, - დასძინა მაკრონმა.
მაკრონმა აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ბრაზილიელ ხალხს და იმსახურებს ისეთ პრეზიდენტს, რომლის საქციელიც უმაღლესი დონის იქნება.