აშშ-ში, ილინოისის შტატში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა მამაკაცი, რომლის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ელექტროსიგარეტი აღმოჩნდეს.
ილინოისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზით გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, გასული კვირების განმავლობაში გაორმაგდა ელექტრონული სიგარეტის გამოყენების შემდეგ რესპირატორული დაავადებების სიმპტომების მქონე ადამიანების ჰოსპიტალიზება.
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, ისინი აკვირდებიან 193 შემთხვევას, რომელიც 28 ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით მოხდა. 193-ვე პაციენტი ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელია.
ოფიციალური ორგანოები თავს იკავებენ იმის მკტიცებისგან, რომ დაავადებების გამომწვევი მიზეზი ელექტრონული სიგარეტია, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით, ეს შეიძლება იყოს სპეციალური სითხე, რომელიც გამოიყენება ელექტორნულ სიგარეტში.
როგორც დაავადებათა კონტროლი აცხადებს ყველა პაციენტს მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ტკივილი გულ-მკერდის არეში. ზოგიერთ შემთხვევაში კი დიარეა და ღებინება.