ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში კლდე მოჭრა. უნიკალური ქართული კურორტის მთაზე ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედანი შენდება, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
”კურიერმა” გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის მინი აეროდრომი უკვე ექსპლუატაციაშია და იქ ოლიგარქის ვერტმფრენიც დგას. დაცვის თანამშრომელი არ უარყოფს, რომ კლდე მოიჭრა და იქ ბიძინა ივანიშვილის აეროდრომი მოეწყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ აეროდრომამდე გზა გაჰყავთ. აეროდრომი კი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწყო.
ამ დრომდე დახურულია აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ ამ შენობის ახლოს მოიჭრა კლდე. ძველის ნაცვლად, ახლა ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება. ახალი ცენტრი კი ქალაქგარეთ ააშენეს, თუმცა ის ჯერ არ გახსნილა. დირექტორი კი ამბობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ აბასთუმნის ჰაერის მნიშვნელობა მხოლოდ მითია.