ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, 16-წლიანი პაუზის შემდეგ, პატიმრების სიკვდილით დასჯის პრაქტიკას ფედერალურ დონეზე განაახლებს. აღნიშნულის შესახებმ შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ინფორმაცია გაასაჯაროვა 5 სიკვდილმისჯილი პატიმრის შესახებ.
მისივე თქმით, ხუთივე პატიმარი ბრალდებულია მკვლელობის, ბავშვთა მკვლელობის ან გაუპატიურებისა და ხანდაზმულთა მკვლელობის გამო.
პატიმრებს სიკვდილით, 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის იანვრამდე პერიოდში დასჯიან.
1972 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სიკვდილით დასჯა, განაცხადა რა, რომ კონსტიტუცია კრძალავს ულმობელი სასჯელის გამოყენებას. მაგრამ 4 წლის შემდეგ იმავე უზენაესმა სასამართლომ აღადგინა სიკვდილით დასჯა გარკვეული სახის დანაშაულისთვის.
სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის თანახმად, 1988-2018 წლებში სასიკვდილო განაჩენი 78 განსასჯელის მიმართ გამოიტანეს. თუმცა, განაჩენის აღსრულება მხოლოდ სამი პატიმრის შემთხვევაში მოხდა.
სიკვდილით დასჯა აშშ-ში
სიკვდილით დასჯა ლეგალურია აშშ-ის 29 შტატში.
1976 წლიდან ტექსასში 561 პატიმარი დასაჯეს სიკვდილით, ვირჯინიაში 113, ოკლაჰომაში კი 112.
ამ დროისთვის, აშშ-ში 2 673 პატიმარი ელოდება სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულებას.
ყველაზე მეტი, 733 პატიმარი კალიფორნიაში ელოდება სიკვდილით დასჯის აღსრულებას. 1976 წლიდან მხოლოდ 13 განაჩენი მოვიდა სისრულეში.