მომღერალი თიკა ჯამბურია პუშკინის სკვერში, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად დააკავეს.
ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა. ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
შსს-ს ინფორმაციით, თიკა ჯამბურია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.