უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში შეიტანა კანონოპროექტი, რომლის თანახმად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი გარემოცვის წევრები, შესაძლოა, ლუსტრაციის ქვეშ მოყვნენ.
მანამდე ზელენსკი გამოვიდა ინიციატივით სამუდამოდ ჩამოერთვათ სახელმწიფოს მმართველობაში მუშაობის შესაძლებლობა იმ პირებს, რომლებიც 2014 წლის 13 თებერვლიდან 2019 წლის 19 მაისამდე სახელისუფლებო ორგანოებში იყვნენ, მათ შორის პოროშენკოსაც.