მყინვარწვერის სიმაღლე ზღვის დონიდან 5054 მეტრია. ინფორმაციას National Geographic Magazine საქართველო ავრცელებს.
გასული საუკუნის 60-იან წლებში გაზომვის შედეგად მყინვარის სიმაღლე ზღვის დონიდან 5047 მეტრით განისაზღვრა. 80-იან წლებში კი 5033 მეტრით. ორივე ეს მონაცემი ბარომეტრით განისაზღვრა. 27 მაისს კი GPS-აზომვა განხორციელდა და დღეს მყინვარწვერის ზუსტი სიმაღლე 5054 მეტრით განისაზღვრა.
საქართველოს უმაღლესი მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლეების გეოდეზიური გადაზომვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კავკასიის სკი-ტურინგის ქსელის ინიციატივაა.
ინიციატივა მოიცავს მულტი-პარტნიორული პლატფორმის შექმნის მცდელობა. საპილოტე პროექტის სახით განხორციელდა მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლის დადგენა.
აღნიშნული ინიციატივის ოფიციალური საინფორმაციო მხარდამჭერია National Geographic საქართველო. ასევე პროექტში ჩართულები იყვნენ: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სამთო-ქოხი ,,ალტი-ჰატი", საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაცია, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია, ,,ყაზბეგი-ჰელიკოპტერსი", სატუმრო ,,რუმსი", მაღაზია ,,მოგზაური", სამთო ქოხი ,,ბეთლემი", კომანია ,,მაგთი", კომპანია ,,ჯეოლენდი", კომპანია ,,ტერაგრაფიკი", კომპანია ,,გეოგრაფიკი", კომპანია ,,ზედაზენი", კომპანია ,,კაპაროლი", კომპანია ,,საქკაბელი", მთის სპეციალისტი გიორგი კახაბრიშვილი, მთამსვლელი და პუბლიცისტი ნიკა ლებანიძე, პუბლიცისტები ენდრიუ ნორსი და რატი ამაღლობელი; სხვა სპეციალისტები და ორგანიზაციები.
ფოტო: დაცული ტერიტორიების სააგენტო