თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.
ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.