ENG / RUS

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები - რა მოხდა?

ამომრჩევლებმა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის ქვედა პალატის, „ლოკ-საბჰის“ მე-17 მოწვევის დეპუტატები აირჩიეს.

„ლოკ-საბჰის“ წევრები აირჩევიან მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე პირდაპირი, საყოველთაო, ფარული კენჭისყრის შედეგად.

კონსტიტუციის თანახმად, ლოკ-საბჰის წევრთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება - 543 დეპუტატით. ლოკ-საბჰა ირჩევა 5 წლის ვადით.

მთავრობის ფორმირებისთვის კი 272 მანდატის მოპოვებაა საჭირო. გამარჯვებული პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას. თუ უმრავლესობას (272 მანდატს) ვერცერთი პარტია მოიპოვეს, დაიწყება კოალიციური მთავრობის ფორმირება.

ინდოეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 23 მაისს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, ბჰარატია ჯანატას პარტიამ (BJP) საპარლამენტო უმრავლესობის წარმოუდგენელი უმრავლესობით გაიმარჯვა.

ნარენდრა მოდის (ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ბჰარატია ჯანატას პარტიის თავმჯდომარე) და მისი პარტიის წარმომადგენლებმა არჩევნებში იმაზე მაღალი შედეგი უჩვენეს ვიდრე თავდაპირველად, 2014 წელს. მოდის პარტიამ 2014 წლის საპარლამენტო არჩევნებში 282, ხოლო 2019 წლის არჩევნებში 303 მანდატი მოიპოვა და ინდოეთის ყველა ეგზიტპოლის მოლოდინს გადააჭარბა.

როგორც ჩანს ინდოელები, ტოტალურ უმუშევრობაში, ფასების ზრდაში, ვალუტის გაუფასურებაში, საბიუჯეტო გადასახადების ზრდასა და სხვა ადმინისტრაციულ პრობლემებში ნარენდრა მოდის არ ადანაშაულებენ. ინდოელი ექსპერტები ამ შედეგს წარმოუდგენელს უწოდებენ, თუმცა მედიაში არ გავრცელებულა ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

პარალელები წინა არჩევნებთან

2014 წელს მოდის პარტიას უმრავლესობის მოსაპოვებლად 272 მანდატი სჭირდებოდა. 30 წლის შემდგომ, წინა არჩევნებში, ინდოეთის მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობით მოსვლა შეძლო და 10-ით მეტი ადგილი მოიპოვა.

რაჰულ განდი, ინდოეთის ეროვნული კონგრესისა და მასთან დაკავშირებული ალიანსების ლიდერი, რომელიც მოდის ერთადერთ რეალურ კონკურენტად განიხილებოდა, პარლამენტში მხოლოდ 54 ხმით შევიდა. 

რაჰულ განდი ინდოეთის ყველაზე გავლენიანი და ცნობილი პოლიტიკური დინასტიის - განდების გვარის წარმომადგენელია. რაჰულ განდი ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაჯივ განდის შვილია. დედამისი სონია განდი, მეუღლის რაჯივ განდის გარდაცვალების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა იტალიური წარმოშობის გამო უარის თქმა მოუწია პოლიტიკურ ლიდერობაზე.

ქალთა ხმა ინდოეთის არჩევნებში

ინდოეთში 900 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. დამოუკიდებლობის შემდგომ, ინდოეთში ქალებმა მოიპოვეს ხმის მიცემის უფლება, თუმცა 2019 წელს პირველად აღინიშნა, რომ ქალ ამომრჩეველთა აქტივობა კაც ამომრჩეველთა აქტივობას გაუთანაბრდა.

ქალებმა ინდოეთის არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. 8000 ამომრჩევლიდან 723, ანუ თითქმის ყოველი მეათე ქალი კანდიდატი იყო. წინა არჩევნებთან შედარებით, მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეცვლილა.

ამავე თემაზე: