უკრაინის უმაღლესმა რადამ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, მიიღო კანონი უკრაინული ენის ერთადერთ სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ.
კანონის მიხედვით, უკრაინული ენა იქნება ერთადერთი სახელწმიფო ენა, რომლის ცოდნა სავალდებულოა ყველა სახელმწიფო მოხელისათვის.
უკრაინული ენის ფლობა და მისი გამოყენება აუცილებელი იქნება სხვადასხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის, როგორებიც არიან დეპუტატები, მოსამართლეები, ეროვნული ბანკის წარმოამდგენლები, ადვოკატები, პროკურორები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელები და ა.შ.
კანონის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეობის მიღების მსურველებისთვის აუცილებელი იქნება უკრაინული ენის სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება ენის სახელმწიფო კომისიის მიერ დადგენილი წესით.
კანონი ასევე ითვალისწინებს, მოზარდებისთვის უკრაინული ენის შემსწავლელი პროგრამების განხორციელებას.
სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ყველა ღონე იხმაროს, რათა მისცეს სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობა მოქალაქეებს, რომელთაც ამის შესაძლებლობა არ გააჩნია.
კანონის მიღება რადაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.