ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
ირანმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ექვემდებარება ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის. ის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1979 წელს დაარსდა.
როგორც ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, გუშაგთა არმია, სავარაუდოდ, მონაწილეობს იარაღით ვაჭრობაში, ტრეფიკინგსა და სხვა საიდუმლო ოპერაციებში, რაც მიზნად ისახავს ირანის გავლენების გაფართოებას.