ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის რევოლუციის გუშაგთა არმია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-მა უცხო ქვეყნის სამთავრობო-სამხედრო ძალები გამოაცხადა, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის დადასტურება იმისა, რომ თეირანის მოქმედებები ფუნდამენტურად განსხვავდება სხვა ქვეყნის მთავრობების მოქმედებებისგან", - დასძინა ტრამპმა.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი პირდაპირ ექვემდებარება ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის.
როგორც ექსპერტები და ანალიტიკოსები ამბობენ, გუშაგთა არმია, სავარაუდოდ, მონაწილეობს იარაღით ვაჭრობაში, ტრეფიკინგსა და სხვა საიდუმლო ოპერაციებში, რაც მიზნად ისახავს ირანის გავლენების გაფართოებას.