სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა.
თურქეთის ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ერქემ იმამოღლუმ სტამბოლის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. მან ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრის შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მთავარ მოწინააღმდეგეს თუქრეთის მმართველი, "სამართლიანობისა და განვითარების პარტიის" წარმომადგენელს, ქვეყნის ექს-პრემიერს ბინალი ილდირიმს 25 755 ხმით მოუგო.
„ბიულეტინების 99,95 პროცენტის დათვლის შედეგად მივიღე 4 168 546 ხმა, ჩემს მოწინააღმდეგეს 25 755 ხმით ვუსწრებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები ახლოსაა ჩვენს მონაცემებთან. კომისიისგან ამის დადასტურებამ ძალიან გაგვახარა, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნები დემოკრატიული იყო“, - განუცხადა იმამოღლუმ ჟურნალისტებს.
მერის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლებმა სტამბოლის გარდა ანკარასა და იზმირშიც გაიმარჯვეს.
ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც თურქეთში 31 მარტს გაიმართა, მმართველი პარტია ქვეყნის 40 პროვინციაში ლიდერობს.