კლოდ მონეს ნახატი „დოჟების სასახლე“ Sotheby's-ის აუქციონზე 27,5 მლნ ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლის საიტზე განთავსებულ განცხადებშია ნათქვამი.
ნახატი ანონიმმა მყიდველმა შეიძინა. ევროპაში Sotheby's-ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ჰელენა ნიუმანმა ტილოს ნამდვილი შედევრი და დიდებული ნახატი უწოდა.
კლოდ მონემ „დოჟების სასახლე“ ვენეციაში ყოფნის დროს, 1908 წელს, სამი სხვადასხვა ვარიანტით შექმნა. ორი სხვა ფერწერული ტილო ნიუ-იორკის ბრუკლინისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმებში ინახება.
მონე იმპრესიონიზმის ერთ-ერთ დამფუძნებლად არის აღიარებული.