ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკი გამოეხმაურა ბრიტანეთს პარლამენტის გადაწყვეტილებას ბრექსიტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ და განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აპირებს ბრექსიტის შეთანხმების გადახედვას.
„ევროკავშირის პოზიცია მკაფიოა და თანმიმდევრული. ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების გადახედვა განხილვას არ ექვემდებარება. გუშინ, ჩვენ გავიგეთ თუ რა არ სურს გაერთიანებულ სამეფოს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა სურთ მათ“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს გამართულ კენჭისყრაზე, ბრიტანეთის პარლამენტმა შეთანხმების გარეშე ბრექსიტს მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები არსებული ფორმით ევროკავშირთან შეთანხმებას მხარს არ უჭერენ.
ამასთან, ისინი გარიგების გარეშე ევროკავშირის დატოვების წინააღმდეგნი არიან და არსებულ შეთანხმებაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლა სურთ.