დღეს, 25 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა ბრექსიტის გეგმა დაამტკიცეს.
„ევროკავშირის ოცდაშვიდმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების შეთანხმებასა და პოლიტიკურ დეკლარაციას“, - ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი გეგმის დამტკიცებას მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
აღსანიშნავია, რომ ბრექსიტის გეგმა მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას ბრიტანეთის პარლამენტი, ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი დაამტკიცებენ.
ბრექსიტის გეგმის დამტკიცებამდე, ამ დოკუმენტის წინააღმდეგ ესპანეთი გამოდიოდა, რომელსაც გიბრალტარის საკითხთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთთან ერთგვარი უთანხმოება ჰქონდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, შეთანხმება მაინც შედგა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.