დიდ ბრიტანეთში ევროინტეგრაციის მომხრეები, მოძრაობა „Best for Britain“-დან, 9 ივნისს იწყებენ კამპანიას „Brexit“-ის მეორე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა ფინანსისტმა ჯორჯ სოროსმა გააკეთა. რომელსაც გაზეთი „Independent“-ი აქვეყნებს.
ამ დღეს, „Best for Britain“-ი გამოაქვეყნებს პროგრამის მანიფესტს. ჯორჯ სოროსმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ბრიტანელებს მოუწევთ გადაწყვიტონ რა სურთ და რა იქნება მათთვის უკეთესი. „ეს წარმოადგენს მოძრაობა „Best for Britain“-ის მიზანს, რომელსაც მე მხარს ვუჭერ“ - განაცხადა სოროსმა.
მისივე თქმით, „Brexit“-ი - ეს უკიდურესად დამანგრეველი პროცესია, საზიანო ევროკავშირისთვის და ბრიტანეთისთვის. „ლონდონისა და ბრიუსელის განშორება ხანგრძლივი იქნება. ის სულ ცოტა 5 წელიწადს მოითხოვს. ესეთი პერიოდი - მთელი უსასრულობაა პოლიტიკისთვის, განსაკუთრებით ისეთ რევოლუციურ პერიოდში, როგორიც ეხლაა“ - განმარტა მან. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ხანგრძლივი პროცედურა მისი თქმით, დააჯერებს ბრიტანულ მხარეს, რომ კავშირის წევრობა აკმაყოფილებს მის ინტერესებს.
„Best for Britain“ ცდილობს ჩაშალოს „Brexit“-ი საპროტესტო აქციის და სარეკლამო კამპანიის გზით. თებერვალში გაზეთი „Independent“-ი წერდა, რომ სოროსის ფონდმა გადაგზავნა 557 ათასი დოლარი ამ მოძრაობისთვის.
„Brexit“-ის შესახებ რეფერენდუმის შემდეგ, 2016 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ მალე გაერთიანება დაიშლება და მოუწოდა ევროკავშირს რეფორმირებისკენ. მას ასევე მიაჩნია, რომ ბრიტანეთის ეკონომიკა დაზარალდება კავშირიდან გასვლით.
გუშინ, პარიზში გამოსვლის შემდეგ სოროსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მსხვილი გლობალური ფინანსური კრიზისის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება დოლარის კურსის ზრდის და ბაზრიდან კაპიტალის გადინების გამო.