კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია მადრიდმა უკანონოდ ცნო.
შესაბამისი გადაწყვეტილება ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
სასამართლომ ასევე გააუქმა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ე.წ. გარდამავალი პერიოდის შესახებ.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო კატალონიის პარლამენტის ყოფილი სპიკერის, კარმე ფორკადელისა და პრეზიდიუმის ყოფილი წევრების წინააღმდეგ აღძრული საქმეც.