ოფიციალური მადრიდის ზეწოლისა და მცდელობის მიუხედავად, კატალონიაში რეფერენდუმი მაინც ჩატარდა.
ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, საყოველთაო გამოკითხვაში რეგიონის მოსახელობის 90 პროცენტზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
საარჩებნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე დაიხურა.
ოფიციალური მონაცემები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ელექტორატის 90-მა პროცერნტმა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ 7 %-ი წავიდა.
დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის დასრულების შემდეგ კატალონიის ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და გამოაცხადა რომ კატალონიელებმა სუვერენიტეტის უფლება მოიპოვეს.