თბილისში წუხელ მომხდარი სტიქიის დროს ადიდებულმა მდინარე ვერემ 24 წლის ივლიტა ჯიბუტი და მისი მეგობარი გოგონა გაიტაცა. სააგენტო ,,გურია NEWS” -ის ინფორმაციით, მამა გიორგის ქალიშვილია. ივლიტა მეუღლესთან და მეგობარ გოგონასთან მარიამ ქუთელიასთან ერთად ვერეს ხეობაში ცხოვრობდა.
მდინარის ადიდების დროს მეუღლესთან და მეგობრ გოგონასთან ერთად თავის გადასარჩენად სახლის სახურავზე ავიდა, თუმცა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სამივე გაიტაცა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით მისი მეუღლის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. ივლიტას და მის მეგობარ მარიამ ქუთელიას ძებნა ამ დრომდე გრძელდება.