თბილისში ზოოპარკიდან გაქცეულ 6 ლომს, 6 ვეფხვს, 7 დათვსა და 13 მგელს ეძებენ, - ამის შესახებ რუსთავი2-ს მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ ფხალაძემ, განაცხადა.
ფხალაძე მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისაგან, ვიდრე არ მოხდება ცხოველების უკან ვოლიერებში გადაყვანა.
მისი თქმით, ცხოველების ძიების პროცესში შსს-ს დანაყოფები არიან ჩართულები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი გმირთა მოედანზე იპოვეს. ამ დროისთვის მაშველები მის დაძინებას ცდილობენ, რათა ვოლიერში გადაიყვანონ.
"ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად", - ნათქვამია საგანგებო შტაბის განცხადებაში.
ზოოპარკის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლაც გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველები გაქცეული ცხოველების დაძინებას და ვოლოერებში დაბრუნებაც ცდილობენ.