თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, - ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.
"ძლიერი წვიმის გამო, თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ. საგანგებო შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვეს პანიკას და არ გაავრცელოს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, ასევე, არ დატოვოს საცხოვრებელი ადგილები.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება გაქცეული ცხოველების უმოკლეს დროში დასაბრუნებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
შტაბის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში, რათა შესაბამისი სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარდეს.