თარიღი    დრო

ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების პროცედურა იწყება

საქართველო, თბილისი - 15:42 10.27.2010 888
ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანების პროცედურა იწყება. საერთო საკითხებში ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ ევროკომისიას დაავალა, მომზადდეს მანდატი სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა ევროკავშირის წევრობაზე სერბეთის რესპუბლიკის განაცხადი წარმოადგინა. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა პროცედურის ინპლიმენტაცია, რომელიც მოცემულია ევროკავშირის შეთანხმების 44-ე მუხლში.

"ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელიც მიღწეულ იქნა 2006 წლის დეკემბერში, კერძოდ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით", _ აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ევროკავშირის მინისტრთა საბჭო მიესალმება ბელგრადსა და პრიშტინას შორის დიალოგს, რომელშიც ჩართულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი.

ასევე აღინიშნება, რომ 9 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია კოსოვოსთან დაკავშირებით წარმოადგენს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორს მთელს რეგიონში. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ სერბეთისა და ევროკავშირის შემდგომი დაახლოების გადამწყვეტ ფაქტორს ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობა წარმოადგენს.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%