თარიღი    დრო

საბერძნეთის პარლამენტში მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინეს

საქართველო, თბილისი - 21:26 01.25.2019 192

საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც მაკედონიას შეეძლება დაირქვას ჩრდილოეთ მაკედონია.

დოკუმენტის მიხედვით, დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.

ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სწორედ მაკედონიის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.

საბერძნეთში ათენსა და სკოპიეს შორის ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. ბერძნები თვლიდნენ, რომ ეს შეთანხმება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო იყო.

მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%