თარიღი    დრო

"ბერლინალე" ლონი შერფიგის ფილმის „უცნობთა კეთილშობილების“ მსოფლიო პრემიერით გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 17:00 12.06.2018 195

ბერლინის რიგით 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, "ბერლინალე" 2019 წლის 7 თებერვალს, ლონი შერფიგის უახლესი ფილმით, „უცნობთა კეთილშობილების“ მსოფლიო პრემიერით გაიხსნება. 

„უცნობთა კეთილშობილება“ თანამედროვე დრამის ჟანრის ფილმია, რომელიც ზამთრის ნიუ-იორკში პერსონაჟების გადარჩენისთვის ბრძოლას, ერთმანეთის მიმართ სიცილის, სიყვარულისა და კეთილშობილების დემონსტრაციით ჰყვება. გამხსნელი ფილმი კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურშიც იღებს მონაწილეობას. 

„ძალიან სასიამოვნოა რომ ლონი შერფიგი დაგვიბრუნდა და მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევრით გაიხსნება ბერლინალეს კინოფესტივალი. რეჟისორის პერსონაჟების ხასიათების შეგრძნება, ძლიერი ემოციური კავშირები და მსუბუქი იუმორი საუკეთესო სტარტია ფესტივალისთვის“- განაცხადა დიეტერ კოსლიკმა, ბერლინალეს კინოფესტივალის დირექტორმა

„ძალიან დიდი პატივია რომ, ამ უმნიშვნელოვანესი ფესტივალის გასახსნელად ბერლინალეს დირექტორმა ჩვენი ფილმი აარჩია. ფილმის პირველად ნახვა, ბერლინალეს ცნობილ აუდტორიასთან ერთად იქნება დიდი სიამოვნება“ - განაცხადა ლონი შერფიგმა

მოკლედ რეჟისორის შესახებ

ლონი შერფიგი დანიელი ქალი რეჟისორია, რომელსაც  ბერლინალეს კინოფესტივალში მრავალჯერ მიუღია მონაწილეობა. 1990 წელს პანორმას თეატრში შედგა მისი ფილმის, „დაბადების დღის მოგზაურობის“ პრეზენტაცია, 1998 წელს კი „ჩვენით“ - ეკრანიზაცია.

მისი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული გარღვევა 2001 წელს მოხდა, როდესაც მისმა ფილმმა „იტალიური დამწყებთათვის“ ვერცხლის დათვი მოიპოვა, ხოლო 2 წლის შემდგომ მისი ფილმი „ვილბურს უნდა თავი მოიკლას“ კინოფესტივალის სპეციალური ჩვენებით გაუშვეს. 

მისი ფილმის „განათლების“  ეკრანიზაცია 2009 წელს შედგა და ბერლინალეს სპეციალური პრიზი და სამი აკადემიური ჯილდო მოიპოვა.

სცენარი, „უცნობთა კეთილშობილებისთვის" თავად რეჟისორს ეკუთვნის, ხოლო როლებში ბერლინალეს კინოფესტივალისთვის კარგად ნაცნობი და მრავალგზის დაჯილდოვებული მსახიობებისგან შედგება, მათ შორისაა: ზოი კაზანი, ანდრია რაიზბურგი, გალებ ლანდრი ჯონსი და ბილი ნაიგლი.

შეგახსენებთ რომ  ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი, ბერლინალე — მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალი, ტარდება ყოველი წლის თებერვალში. წელს ბერლინალეს რიგით 69 კინოფესტივალია. ბერალინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში. ყოველწლიურად ფესტივალს ესწრება 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი.

ბერლინის ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს. პირველი ბერლინალეს გახსნა შედგა 1951 წლის 6 ივნისს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „რებეკა“.

ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვი, საპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%