ENG / RUS       12+

„RMG Gold”-ის საქმიანობის შედეგად დაბინძურების მასშტაბი საგანგაშო მდგომარეობამდე გაიზარდა -სერგო ჩიხლაძე

რესპოდენტის შესახებ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად, რომელსაც აწარმოებს კომპანია “RMG Gold”, დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდე არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლევით, რომელიც  განხორციელდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს, თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით, დასტურდება, რომ ეს არის ბოლნისისა და დმანისის რაიონის 21 სოფელი, თუმცა არეალი უფრო დიდი იქნება რადგანაც 1 კონკრეტული კვლევის ფარგლებში ძნელია დიდი ტერიტორიის მოცვა. აქ აუცილებელია, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობა, რომ ზუსტად დადგინდეს დაბინძურების ზუსტი არეალი და დაბინძურების ხარისხი. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საპასუხო სტრატეგიის დასაგეგმად და ჯანდაცვის საფრთხეების მინიმალიზაციისთვის.

„ყველა ნორმალურ ქვეყანაში, სახელმწიფო, პირველ რიგში, დაინტერესდებოდა ამ პრობლემატიკით და განგაშს ატეხდა, ჩვენთან კი პირიქით, სახელმწიფო სტრუქტურების წახალისებით ხდება ეს ყველაფერი, რაც დიდი ეჭვს ბადებს, რომ გარკვეული ჩინოსნების ფინანსური ინტერესები დგას ამ კომპანიების უკან.  საკვირველია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ იჩენს არანაირ ინიციატივას და დუმს, მაშინ, როცა ადამიანები ყოველდღიურად ავადდებიან და სასიცოცხლო საფრთხეების წინაშე დგანან. საჭიროა, ზემოთაღნიშნულ რაიონებში დაავადებების კვლევა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შესწავლა, პირველ რიგში, ამ რაიონებში. თუმცა, აქვე დავძენ, რომ მავნე ზემოქმედების არეალი გაცილებით დიდი იქნება ვიდრე დმანისი და ბოლნისი“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ავტორი: . .