საგრანტო კონკურსები, კონფერენციები, ვორკშოფები,სემინარები, სეზონური სკოლები და სხვადასხვა სტუდენტური და საერთაშორისო პროექტების შემუშავებას ისახავს მიზნად თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა და კლაიპედას (ლიტვა) უნივერსიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კლაიპედას უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა რემიგიუს ქინდერისმა მოაწერეს.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და კლაიპედას უნივერსიტეტის (ლიტვა) თანამშრომლობის შედეგად, ერთობლივი პროგრამების დანერგვა-განხორციელება, არსებული პროგრამების განვითარება, აგრეთვე, სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების შემუშავება იგეგმება.