სვანეთში ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი უკვე წლებია სახლში ჰყავს გამოკეტილი.
ამის შესახებ სიუჟეტი "რუსთავი 2"-ის "შაბათის კურიერში" გავიდა, საიდანაც ვიგებთ, რომ ამირან დევნოზაშვილს 3 ვაჟი და 5 ქალიშვილი ჰყავს. მათგან ყველაზე უფროსი - გოგონა 21 წლისაა, უმცროსი ბიჭი კი - 7-ის. მათ არც სკოლაში და არც საბავშვო ბაღში არასდროს უვლიათ. მამას მიაჩნია, რომ საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიან.
დევნოზაშვილს სახლიდან შორ მანძილზე მხოლოდ ორი შვილი გამოჰყავს. ბავშვებს დიაბეტი აქვთ და თვეში ერთხელ ექიმის მეთვალყურეობა სჭირდებათ.
როგორ ტელეკომპანიასთან საუბარში ამირან დევნოზაშვილი აცხადებს, ამის გამო სამართალდამცველებთან პრობლემები ჰქონდა.
მეზობლების თქმით, ბავშვების შინაპატიმრობიდან დახსნა არაერთხელ სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
სიუჟეტიდან ირკვევა, რომ სვანეთში გადასვლამდე მამა რვა შვილით ჯერ თბილისში, შემდეგ კი რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა, ბავშვებს სახლიდან არც მაშინ უშვებდა.
მეზობლების მოთხოვნისა და მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ამირან დევნოზაშვილმა შვილებს მხოლოდ ტელევიზორის ყურების უფლება მისცა, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით.
ცნობისთვის, შინაპატიმრობა და განათლების შეზღუდვა კანონით ისჯება, თუმცა, როგორც სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, საბოლოოდ ვერც მისი დარწმუნება შეძლეს და ვერც ბავშვებს უშველეს.