თარიღი    დრო

ნინო ჩიქოვანი ფორუმ "იყიდე ქართულის" ფარგლებში მწარმოებლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:49 10.11.2017 1339

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმ „იყიდე ქართულის“ ფარგლებში საქართველოში წარმოებული პროდუქტის შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ნინო ჩიქოვანმა  საქართველოში წარმოებული პროდუქციის პრივილეგიებზე და დაგეგმილ შეღავათებზე ისაუბრა.  ასევე, დამსწრე ბიზნეს-სექტორს განუმარტა თუ რა კრიტერიუმებით ხდება პროდუქციის კონკრეტულ ქვეყანაში წარმოების დადასტურება ევროკავშირის მაგალითზე. მეწარმეთა მხრიდან დაინტერესება ძირითადად  მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხებოდა, რომელიც საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.

დისკუსიისას მწარმოებლებმა პროფესიული განათლების პრობლემასაც გაუსვეს ხაზი. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მათ პროფესიული განათლების დარგში პალატის ჩართულობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. ასევე,  განუმარტა დუალური  განათლების სფეროში სავაჭრო პალატის ჩართულობის პრაქტიკა გერმანიის მაგალითზე.

ბიზნეს-ფორუმის მიზანი მწარმოებლების, დისტრიბუტორებისა და სხვადასხვა კომპანიების ერთ სივრცეში თავმოყრა და აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა იყო. ასევე, ღონისძიების ფარგლებში შედგა ქართული კომპანიების პროდუქციის დეგუსტაცია და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და უცხოურ კომპანიებს შორის. ღონისძიება სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ გაიმართა.

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%