26 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების სახლის დამფუძნებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე - “კავკასიური კონფლიქტების შესახებ”.
ზაზა ცოტნიაშვილი სხვადასხვა დროს იყო ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების რექტორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და მედიის სკოლის დეკანი, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” გადაცემის “მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე” თანაწამყვანი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის ნამდვილი წევრი; მონაწილეობდა პროექტების განხორციელებაში: განათლება და ჰუმანიზმი (პოლონეთი, ვარშავა); განათლების მართვა და განვითარების პოლიტიკა (დიდი ბრიტანეთი, ოქსფორდი); განათლებოს ხარისხის მართვა და ბოლონიის პროცესი (ბელგია, ბრიუსელი); თანამედროვე სწავლებისა და სწავლის მეთოდოლოგია, (აშშ, აიოვა); ლიდერების ცენტრი ღია მსოფლიო-უმაღლესი განათლება-უნივერსიტეტის განვითარების ფონდი (აშშ, ჯორჯია) და სხვა; „შესაძლებლობების შექმნა გორის უნივერისტეტში“, პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ლატვიის საელჩოს მიერ: ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია: „ცოდნის მენეჯმენტის მიმდინარე გამოწვევები“, „ღია სამყარო“ - 2008, დაფინანსებულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკის „ღია სამყაროს“ ლიდერთა ცენტრის მიერ და სხვა.
ზაზა ცოტნიაშვილი არის კავკასიის დემოკრატიის განვითარების ცენტრისა და განათლების სახლის დამფუძნებლი, პუბლიცისტი და მთარგმნელი კითხულობს ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისს სახლემწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. იგი არის ფრიდირხ ნაუმანის ფონდის მოწვეული ლექტორი კონფლიქტების გაშუქების მიმართულებით, საქართველოს საპატრიარქოს რადიო “ივერიისა” და განათლების სახლის ერთობლივი გადაცემია “ჩვენი ცხინვალის” ავტორი და წამყვანი; ცოტნიაშვილის კვლევისა და ლექციების თემატიკა მრავალფეროვანია: მედია და პოლიტიკა, მედია და სამართლებრივი საკითხები, მედია და კონფლიქტი, ჟურნალისტური ეთიკა, წერითი და ზეპირი კომუნიკაციები, წარმატების კანონები და სხვა.
გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.