რუსეთი ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე ბორდერიზაციის პროცესს აგრძელებს. სოფელ ავლევის განაპირას რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.
ქარელის მინიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის განცხადებით, რუსი სამხედროები დღეს დილით გამოჩნდნენ სატვირთო ავტომანქანით და სახღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტები დაამონტაჟეს.
"ამ მონაკვეთზე მოსახლეობა წლებია მიწას ამუშავებს. ახლა უკვე ელემენტარულად გადაადგილების პრობლემა იქმნება. მოვიდნენ რუსები და ორი ტრაფარეტი დადგეს. საქმის კურსშია ყველა უწყება", - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებს შემდეგ ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად ვეღარ შევლენ.