საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით, მოახდინა ევროკავშირსადა საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტი ა.წ. 3 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის შემჭიდროვებულ ვადებში, 9 ნოემბერს კი პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი.
საბერძნეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი 26-ე სახელმწიფოა, რომელმაც ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დარჩენილი ორი ქვეყანა უახლოეს პერიოდში გეგმავს შეთანხმების რატიფიცირებას.