სამტრედიაში, სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ნატო ხელაძე პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე, ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან მათ მტკიცებით, შესაძლებელი იყო ქალის მხრიდან მოწმეებზე ზეგავლენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა და სიონის ტაძარში ქადაგებით მიმართა. „გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში. როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით „გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ „გიხაროდე...
კეთილი ინებონ და მიგვიღონ ისეთები როგორებიც ვართ, , - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას ევროკვშირის მისამართით განაცხადა. „ზოგი შეშფოთდა, ზოგი, ნატოს გენერალურ მდივანზე ვიტყვი, იმას ვეწინააღმეგებიო. შე დალოცვილო, შენამდე რომ ნატოს გენერალური მდივნები იყვნენ, მიგვ...
დამასკოში ირანის საკონსულოზე ისრაელის დარტყმის შემდეგ, ისრაელის საელჩოები მთელ მსოფლიოში უსაფრთხოდ აღარ იქნებიან, - ეს განცხადება ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მთავარმა სამხედრო მრჩეველმა, გენერალმა იაჰია საფავიმ გააკეთა. „სამხედრო თავდასხმა საკონსულოზე და [ირანის] მრჩევლების დაღუპვა, რ...
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აუდასტურებენ აფეთქება ბოჭორმის ქუჩა N12-ში, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. სამი დაშავე...
ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებული. ექიმების თქმით, განსაკუთრებით მძიმეა შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 59 წლის კაცს დამწვრობები გულმკერდის და კიდურების გარდა, სასუნთქ გზებზეც აღენიშნება. „კლინიკაში არის შემოსული სამი მამაკა...
უკრაინა მოელის, რომ რუსეთი გააძლიერებს შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში, პირველ რიგში დონეცკის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა. „ისინი {რუსეთის შეიარაღებული ძალები} მცირედ წინ მიიწევენ ჩასივ იარ...
ისრაელში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და ღაზაში „ჰამასის“ მიერ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით. თელ-ავივში და ისრაელის სხვა ქალაქებში დემონსტრაციები მას შემდეგ გაიმართა, რაც ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს ერთ-...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აზიის რეგიონში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგ...
ხონის მუნიციპალიტეტში, მიკროავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა. შემთხვევა სოფელ ნახახულევში მოხდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მისივე ცნობით, ტურისტები მსუბუქად დაშავდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. გამოძიება სისხლის ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ...
თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახ...
კონსერვატიული პარტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ხელისუფლებაშია, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, განიხილავს პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის შეცვლას და მის ადგილზე თემთა პალატის ლიდერის, პენი მორდანტის დანიშვნას. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს თქმით, ეს შესაძლოა მაშინ მოხდეს...
ბრიტანეთსა და ირლანდიაში შტორმი „კეტლინი“ მძვინვარებს, რამაც აეროპორტების მუშაობა შეაფერხა, გაუქმდა რამდენიმე რეისი, ირლანდიაში 34 ათასი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ფერმებსა და დაწესებულებებს. იუწყება Reuters. ქარიშხალი „კეტლინის“ მიერ გამოწ...
ფლორიდაში, მაიამიში სროლის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი, დაიჭრა, მათ შორის პოლიციელი. ამის შესახებ NBC იუწყება. ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთ ბარში კლიენტებს შორის შელაპარაკება მოხდა. დაცვის თანამშრომელი იძულებული გახდა ჩარეულიყო. კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გაქცევის მცდ...
საქართველოში გეოლოგის პროფესიული დღე 1965 წლიდან აღინიშნება. საქართველოში პირველი გეოლოგიური სამუშაოები 1841 წლით თარიღდება, ხოლო საველე გეოლოგიური კვლევები და პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ დარგი მუდმივად ვითარდება. ამის შესახებ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. როგორც სააგენტო ...