მისი თქმით, საგარეო ფაქტორები შეიძლება იყოს ხელშემწყობი ან ხელშემშლელი.
"უკრაინა ევროპული ქვეყანაა და იქნება ევროპაში, როდის და როგორ, რამდენად გაიწელება ეს პროცესი, ეს ხელს ვერ შეუშლის უკრაინელების არჩევანს... უკრაინა ისევეა ევროპული სახელმწიფო, ევროპული ქვეყანა, როგორც საქართველო, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.", - აღნიშნა ბერძენიშვილმა და განაცხადა, რომ სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ქვეყანას, ვინც წინააღმდეგობის გადალახვის შემძლეა.