მიხეილ სააკაშვილი: როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია მთელი საქართველოს წამატებებზე საუბარი არ შეიძლება

საქართველო, თბილისი - 2010-03-09 16:24:00

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განაცხადებით, მაშინ როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია მთელი საქართველოს წამატებებზე საუბარი არ შეიძლება. 

~როდესაც მე ვიძახი, რომ მთელ საქართველოში სკოლები რემონტდება, ყოველთვის ფრჩხილებში ვაყოლებ, რომ ვგულისხმობ ქვეყნის იმ ტერიტორიებს, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს~, - განაცხადა სააკაშვილმა ბათუმში თურქული სკოლის გახსნაზე.

პრეზიდენტის შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია ვერც მთელი საქართველოს აშენდება, ვერც ყველა სკოლა გარემონტდება, ასევე სასწავლო პროგრამები უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და მასწავლებლების პირობებიც ვერ გაუმჯობესდება.