საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბიულეტენების ბეჭდვა დღეიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2013-10-21 08:49:00

დღეიდან, 21 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენები თბილისის 10 სტამბაში დაიბეჭდება. ბიულეტენების ბეჭდვის პროცესს ცესკოს წევრებთან ერთად 8 არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლები დააკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცესკოში 23 კანდიდატია რეგისტრირებული.