ივანიშვილის შეფასებით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდგომ, სერიოზული ცვლილებები შეინიშნება როგორც ძალოვან, ასევე საგამოძიებო სტრუქტურებში და აღნიშნული ორგანოების საქმიანობის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა.
"ვიცი, რომ საგამოძიებო ნაწილს ძირითადად ლაშა ხელმძღვანელობს და ბატონი სოსო ცისკარიშვილის რომ ბრძანდებოდეს აქ, მე ძალიან სერიოზული შენიშვნები მქონდა მის გამონათქვამებზე, თუ როგორ მოიხსენიებს ლაშა ნაცვლიშვილს, კგ-ბეს გენერლად და ასე შემდეგ. ამ კაცს არასოდეს აქვს კგბ-ში ნამუშევარი, საბჭოთა კავშირის გენერლად და ასე შემდეგ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.