ძველი ბათუმის ეზოების კეთილმოწყობა 188 ათასი ლარი ჯდება

საქართველო, თბილისი - 2013-09-19 16:59:00

ძველი ბათუმის ეზოების კეთილმოწყობა გრძელდება. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, სექტემბრის ბოლოსთვის 60-მდე ეზო უნდა მოწესრიგდეს. ამ ეტაპისთვის სამუშაოები გამსახურდიას, ბარათაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოებში მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს ,,ქეთურინა" ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულება 187 ათას 950 ლარს შეადგენს.