იმეილბანკით სარგებლობისთვის, საკმარისია მომხმარებელი ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და ოპერატორთან გააქტიუროს ხსენებული სერვისი, რის შემდეგაც შეძლებს მისთვის სასურველი ოპერაციების შესრულებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. იმეილბანკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც ფლობს საქართველოს ბანკის ერთ აქტიურ სადებეტო ან საკრედიტო პლასტიკურ ბარათს. იმეილბანკის მომსახურების საფასური თვეში 2 ლარია.
საქართველოს ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურება ყველაზე სწრაფი, მოსახერხებელი და უსაფრთხო გზაა მომხმარებლისთვის, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან ჰქონდეს წვდომა საკუთარ ანგარიშებზე და შეასრულოს საბანკო ოპერაციები. საქართველოს ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურება, მოიცავს: ინტერნეტბანკს (www.eonline.ge, www.ibank.ge), ტელეფონბანკს, მობილბანკს (www.mbank.ge), SMS ბანკს, ონლაინგადახდებს (www.ipay.ge), Express Pay-ს 759 გადახდის აპარატს, 479 ბანკომატსა და ახლა უკვე იმეილბანკს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.sb.ge