„პსპ“ საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 2013-08-05 11:18:00
![]()
„პსპ" საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს - ყოველ სამშააბთს პსპ-აფთიაქში, საქართველოს მასშტაბით, მედიკამენტების შეძენა განსაკუთრებულ დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტი საშუალებას აძლევს ყველა სოციალური ფენის, ასევე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო საშუალებების მომხმარებლებს, ყველაზე დაბალ ფასად შეიძინონ საჭირო მედიკამენტები; მით უმეტეს, რომ სხვა ქსელებში ოთხშაბათს გამოცხადებულ ფასდაკლებასთან შედარებით, ყოველ სამშაბათს პსპ-ში, მათზე ნაკლებ ფასად შეიძენენ ყველა საჭირო მედიკამენტს.
„მიუხედავად ყოველ სამშაბათს უპრეცედენტოდ დაბალი ფასისა, მომხმარებელი სარგებლობს პსპ-ს უნიკალური შეთავაზებით: ყოველ შენაძენზე მომხმარებელს დახარჯული თანხის 10% უკან უბრუნდება ჩემი ოჯახის ბარათზე, ირჩევს მრავალფეროვან საჩუქრებს კატალოგიდან და მონაწილეობას იღებს პსპ-ს ყოველწლიურ გათამაშებაში"- აცხადებენ „პსპ"-ში.