დღეს ახალი Toyota Corolla - "ლეგენდარული სედანის" პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2013-08-01 13:03:00

1-ელ აგვისტოს,20 საათზე,"ტოიოტა ცენტრი თბილისი" ერთგული მომხმარებლისთვის მართავს ახალი Toyota Corolla-ს პრეზენტაციას.

ტოიოტა კოროლას პირველი თაობა 47 წლის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია - მსოფლიოს მასშტაბით 40 მილიონი Toyota Corolla-ა გაყიდული!

ახალი კოროლა - მეთერთმეტე თაობა მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

მთავარი ინჟინერი მიიჩნევს, რომ ამ მოდელში გათვალისწინებულია ყველა მყიდველის სურვილი და ყველა ის მახასიათებელი, რომელიც ლეგენდალური ავტომობილის შესაქმნელადაა საჭირო - დიზაინი, კომფორტი, ეკონომიურობა, უსაფრთხოება და გაუმჯობესებული ფუნქციები.

თითოეული თაობისთვის კოროლა ითვისებდა ახალ ტექნოლოგიებს და ინარჩუნებდა ლიდერის პოზიციას საავტომობილო ინდუსტრიაში არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ახალი Toyota Corolla - ლეგენდარული სედანი უკვე საქართველოშია!