რეფინანსირების სესხების აუქციონზე 235 მლნ ლარის სესხი გაიცა

საქართველო, თბილისი - 2013-08-01 12:16:00

1-ელ აგვისტოს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N31, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 235 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.05 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.